ეპიდსიტუაცია
გრიპის ეპიდსიტუაცია
არქივი>>
საკითხები
საქართველო ხდება ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის გლობალური მოძრაობის ლიდერი
მობილური აპლიკაცია

„თავს ვანებებ“ სმარტფონის უფასო აპლიკაციაა, რომელიც ეხმარება მწეველს მართოს თამბაქოს მოხმარების სურვილი და განწყობა და ასევე აკონტროლოს მოწევისათვის თავის დანებების პროგრესი.

20 წელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში
ჯანმრთელობის საერთაშორისო წესები (2005) - პროექტი "Voices of the Region"

2017 წლის 11-14 სექტემბერს  ჯანმრთელობის მსოფლიო ორაგნიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 67-ე სხდომაზე ბუდაპეშტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე საუბრობს ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (2005) წარმატებით განხორციელებაში მისი გამოცდილების შესახებ. 

არქივი>>
პუბლიკაციები
რა უნდა ვიცოდეთ რწყილების და ტკიპების შესახებ?
სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო
რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის 2014 წლის კვლევის შედეგების მოკლე შეჯამება

 

არქივი>>
სიახლეები
გრიპის ეპიდსიტუაცია
საქართველოში, 2015-2016-2017 წლებში, ადამიანის ცოფით დაავადების არცერთი შემთხვევა არ დარეგისტრირებულა!

2018 წლის 17 იანვარს, იმუნიზაციის პროგრამასთან დაკავშირებული აჟიოტაჟის პასუხად კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა არის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის  ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა. სწორედ იმუნიზაციის პროგრამის სწორი პოლიტიკისა და წარმატებულობის დადასტურებაა, რომ 1990 წლიდან პირველად 2015 წელს და შემდგომ 2016-2017 წლებში მიღწეულია ადამიანებში ცოფის შემთხვევების ნულოვანი მაჩვენებელი საქართველოში.

ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზედამხედველობის პროტოკოლი

ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, საფრთხეს უქმნის ყველა ინფექციური დაავადების მკურნალობას, უარყოფით ეფექტს ახდენს პაციენტთა ჯანმრთელობაზე,  ზრდის ლეტალობასა და სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ დანახარჯებს. ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის ახალი ფორმები ქვეყანათაშორის საზღვრებს სცდება  და ადვილად ვრცელდება კონტინენტთა შორის.

კიბოს მსოფლიო დღე, 4 თებერვალი, 2018

კიბოს მსოფლიო დღის მიზანი 2016-2018 წლებში, რომელიც აღინიშნება სლოგანით -„ჩვენ შეგვიძლია, მე შემიძლია“, არის ადამიანთა ინფორმირება, თუ როგორ შეუძლია ყველას - ერთობლივად ან ინდივიდუალურად - შეიტანოს საკუთარი წვლილი კიბოს გლობალური ტვირთის შემცირებაში.

პრესკონფერენცია - წითელას შემთხვევების ზრდა და იმუნიზაციის საკითხები 30.01.2018

2018 წლის 30 იანვარს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა პრესკონფერენცია თემაზე წითელას შემთხვევების ზრდა და იმუნიზაციის საკითხები.

იანვარი თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის თვეა

2018 წლის თემაა ცნობიერების დონის ამაღლება ფოლიუმის მჟავის შესახებ.

თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის თვე აღინიშნება აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, ამერიკის პედიატრთა აკადემიის და ტერატოლოგიის ორგანიზაციის პარტნიორობით. აღნიშნული ინიციატივის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება თანდაყოლილი ანომალიების გამომწვევი მიზეზებისა და მათი გავლენის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და სხვა აქტივობების გზით.

არქივი>>
ღონისძიებები
ტრენინგი - კრიზისების მართვისა და რისკის კომუნიკაციის საკითხები

2016 წლის 15-17 ივნისს აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით ჩატარდა სწავლება კრიზისების მართვისა და რისკის კომუნიკაციის საკითხებზე (CERC).

არქივი>>
აცრების ეროვნული კალენდარი

პაპილომა ვირუსი და ვაქცინაცია
ლუგარის ლაბორატორია